სიცოცხლეს!
გადამითვლია წამი მრავალი, მრავალიც დარჩა გადასათვლელი, იქნებ ბილიკი მისკენ მავალი, გზა კი დიდია გადასავალი. იქნებ ცხოვრება, იქნებ სავალი ბევრი, მრავალი არის თავგადასავალი, გელი! იქნებ შევფიცოთ, ანდაც დავიდოთ ტვირთად ტვირთი ჩვენ ვიყოთ, თავი ჩვენი კი გვეყუდნეს მზიდად! ფიქრი, ნათება, წელი მრავალი, გზა კი დიდია, თითქოს სავალი, წელი მრავალი, მაინც არ მყოფნის, იქნებ ბრალია გულის გაყოფის. იქნებ ბრალია საბრალოების, ან ამ უაზრო ამაოების! საბრალოების ამა სოფლისა, ეგებ ბრალია მკვდარი მგოსნისა? გულის ფიქრები... ფიქრში იცრები, ვფიცავ, იცლება წამი, საცერმაც თითქოს დასწვა ქარები, გასულა დიდი ხანი! იქნებ ოდესმე ვარსკლავად გნახო, იქნებ როდესმე გნახო ცისკარად, ეგებ როდესმე ეს დღენიც ვნახო, ვარსკვლავთა, ანდაც იქნებ მზის დარად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი