ნასახლარი
ტკივა ეზოს და ტკივა დარაბებს მაგრამ აქ ჭიშკარს არვინ გააღებს, ტკივა დღეები წამში წასული მოგონებები ზღვარსგადასული ბებერი სახლი, ბებერი კლიტე წისქვილი უმზერს, ძველ ლაჟვარდთკრთომას, თითქოს ფიქრობდა მაინც გამგონზე, ბინდი მოესხა აქ შემოდგომას. აქ ხომ სიყრუე დაისადგურებს აქ ხომ დუმილი მეტად ხმაურობს, წამი წუთს ითვლის, წუთი კი წამებს, სიჩუმე ცდილობს წაიხმაუროს. ძველი სახლები, ძველი ოდები გულზე დაიდო თითქოს ლოდები, ბოლო დაინგრა, სახლი ბებერი თითქოს მხნე, თითქოს უბერებელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი