ჭანჭახი


გადაბერებულ ჭანჭახზე სძინავთ
ცისრკის დაისებს,
ყველა რომ ოხრავს, ყველა რომ გმინავს
ჭანჭახი ფიქრებს წყენით აივსებს.
ბებერ ჭანჭახზე ბევრი ელფერი,
მხატვარს წინ უდევს ძველი მოლბერტი
დამტვრეულია მთისა ფერდები
მხატვარო, აქ ხომ თითქოს ფერხდები...
მოლბერტი მაინც ხატავს აისებს
რადგან ხატვა თუ გაგატანინებს
დარდებს...
ჰორიზონტები ყინავს აისებს
იქნებ ცხოვრებას გაგიხალისებს,
მაგრამ, ჭანჭახი, მაინც მოყინავს
ქარებს...

ჭანჭახი უცქერს იმ ძველ ნაპირებს
და ძველ ფიქრებში იჭმევა ზეცა,
თითქოს ჭანჭახი ტირილს აპირებს,
დარდმა ფიქრები რომ გადასეტყვა.
ძველო მყინვარო, ბევრი გინახავს
დარდი, ვაება, სისხლი, სანთელი,
ბევრიც გინახავს ვაჟი ჯანმრთელი,
სახლიდან შორს რომ გადაიჩეხა
ბევრი გინახავს დედა ძაძებში
ბევრიც გსმენია თოფის გასროლა
ბევრიც გინახავს სევდა ქარებში,
ბევრიც გსმენია სიყვარული და, 
ტრფობის ჰაერში მარად ასროლა.
ბევრიც ისმინე ძველი ზღაპარი
ბევრიც აანთეს შენზე ლამპარი
ბევრიც გაიგე ჩუმი ჩურჩული
ბევრიც იმღერეს შენზე ურმული,
და საუკუნოდ ამაყად დგახარ
ბევრსაც მოისმენ, ბევრსაც გაიგებ
და ერთ დღეს ალბათ როცა დადნები
ბევრის ფიქრებს და დარდებს წაიღებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი