ლიანდაგებს...


ლიანდაგებს მიუყვება ჩუმი ქარი,
ლიანდაგებს მიუყვება ჩუმი სევდა,
ბუნებას რომ გაუმართეს პანაშვიდი,
გვერდით კიდევ არის ჩუმი გასვენება.

შევერცხლილა რძისფრად მიწა.
გარდმოსულა ფიქრიც, სევდაც გარდმოსულა,
ცრემლმა კიდევ ჩუმად ვაზი დაამიწა,
ჩემს ერს კიდევ, ცხარედ სისხლი წამოსულა...

ისევ გეცლები, ისევ გშორდები
ნეტავ კიდევ თუ განმეორდები
წამიერებით სავსე გაცემა,
წუთიერების უმალ წართმევა,
ბევრიც ამბორი, ბევრიც გაცემა
ბევრიც ქართველთა ტყედ გადაცემა,
ნეტარო წამო, გადაგორდები
მაგრამ მე მაინც ვერ გაგშორდები,
მე კარგად მახსოვს ყოველი წუთი,
ყოველი ფიქრი, გადასაწონი.

ლიანდაგებს მიუყვება ჩუმი ქარი,
ლიანდაგებს მიუყვება ჩუმი სევდა,
ბუნებას რომ გაუმართეს პანაშვიდი,
გვერდით კიდევ არის ჩუმი გასვენება.

მე კარგად მახსოვს იმ ღამის ცვენა,
წვიმამ კაკუნით რომ ჩამოწვეთა...
რაფებს
გონი ცდილობდა, გონი ლამობდა,
ვერ ელეოდა განუშორებელ თვის ფიქრებს...
ხარბებს...
ლიანდაგებს მიუყვება ჩუმი ქარი,
ლიანდაგებს მიუყვება ჩუმი სევდა,
ბუნებას რომ გაუმართავს პანაშვიდი,
გვერდით კიდევ არის ფიქრთა გასვენება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი