სასაფლაო


ბნელა, ვდუმვარ, ისიც გმინავს...
არა ძალუძს დაძვრა მის ხმას
ვერ ვეშვები ვიღებ ჭიქას.
არ ვეშვები ამ დროს თან სმას

იყურება „მომღიმარი“,
სახეზე აქვს მას ავდარი
მაგრამ ვერას იღიმება
სახეზე გვაქვს სევდა ხმარი...
ცივა, გლიჯავს ხეებს ქარი
მოგონება იფლითება...

საფლავზეა ეკალ-ნარი,
მაგრამ სახე უჩანს მაინც,
ღვთაებრივი სახე მისი!
მაგრამ ის ხომ წარსულია! მაგრამ ის ხომ იყო სხვისი!

არა! მაინც ისე მიყვარს,
თვით სევდაა მხიარული
დროა ავდგე გავაგრძელო
სხვა საფლავზედ სიარული

მოვადექი... დიდი კაცი მიმზერს
სევდიანის მზერით,
მაგრამ ისე იყურება,
ვერ გასძღები მისი ცქერით

თითქოს თვალით მოგიყვება
თვის ცხოვრების გადასავალს
და მერე შეგეკითხება შენს გზასა და შენს მისავალს
კიდევ მინდა ერთი ჭიქა, მაგრამ მიდის მიწის წამლად
დროა უკვე მიგატოვოთ, ფიქრ-ეკალ-ნარს ვტოვებ თან მანდ

მოგონება კი გამყვება, უცნობ სახე-პორტრეტების,
მათ ხილვაზე ყოველ წამზე იწყოს წერა სონეტების,
მთავარია მოგონება, უცხო სულთა, უცხო გონთა,
წერა ახალ ლექსებისა, ახალ ბგერთა, ახალ სტროფთა,
სასაფლაო რომ შორია, მაგრამ მაინც მიყვარს ის მთა,
მაინც მიყვარს ნათებები ამ საფლავთა, გალეულთა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი