მახსოვს... რძისფერი სევდა.


მახსოვს პირველი ამბორიც,
მახსოვს პირველი გაცემაც,
მახსოვს პირველი გამგონიც,
მახსოვს პირველი ვაებაც,
მახსოვს პირველი ტანჯვა
და მახსოვს პირველი ბილიკი,
აქროლდა ქარი სამფერად
გადაუვლია, წინ მიჰქრის,
მახსოვს პირველი ღიმილი,
მახსოვს მე მზის დაბადება,
მახსოვს პირველი ფიცილი,
ვარსკვლავებს რომ გადაება.

რძისფერი სევდა,
გისხედს თვალებში,
ყოველი ფრენა,
შავ დალალაებში,
ყოველი ფიქრი,
მდუმარე ზეცა,
მახსოვს ის ფიცი,
ზეცად დაეცა,
იუდას ქრისტე,
მაინც გაეცა
ხომ დავაფიცე
არ გადაეცა...მაინც
კვალი ირევა,
გზები მერჩიან,
გადაფრენილი შავი ღიმილი,
მხოლოდ მხილველნი გადარჩებიან,
და მოცქირალნი შენი თბილი ცის!

ღირსება გაღირსეს შავო ლანდებო,
შენზედ დადიან ნაფეხურები,
ჩემო ფიქრებო, განა ფიქრებო,
რამდენი არის საფეხურები.

ოდეს ღიმილი თამაშობს შენზე,
ოდეს გულები ფეთქავენ ხარბად,
გადაღობილო მრავალის გეზზე,
გადამეკიდე სხივად და დარდად.


ოდეს ღიმილი თამაშობს შენზე
ოდეს ფიქრები მღერიან მარდად
ოდეს გული რომ ხალისით ფეთქავს
ოდეს მლოცველზე სანთელად გახვალ.

რძისფერი სევდა ჩაიწნა თმაში
რძისფერი სევდა გაისმის ხმაში,
რძისფერი სევდა არაახალი,
ბევრი მეტოქე გადასალახი

ფიქრებზე ჰქროდა ქარი,
ქარი დაჰქროდა ველად,
მრავალჯერ ავიღე ფარი,
მზე კი მცხუნავდა მწველად!

მრავალიც მე ვნახე დარი,
ბევრი ავლესე მახვილი
მრავალიც ფიქრი მზესავით მწველი,
ფიქრი წრფელი და ფიქრი ნამდვილი!

ფიქრზე ქროდა ქარებიო,
ჩუმი დანაბარებიო,
არ გეგონოთ ოხრად მისცეს
კეთრი ჩუქურთმ-ა-ნებიო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი