მომიკითხეთ გალა ჩემი...


მომიკითხეთ გალა ჩემი,
თუ დაუდგა განაჩენი,
აღარ არის აქ დამრჩენი,
უხმობს გალას იქ გამჩენი!

გალა იშვა ვარსკვლავებში,
პლანეტების იყო ცვენა,
გალაქტიკის მეფე-ღმერთად,
იმქვეყნიურს გადაცემა.

სამყაროში დარჩა ცალი,
გალაკტიონს უყვარს მიწა,
გალაკტიონს უყვარს ფიქრი,
გალაკტიონს უყვარს ზეცა.

გალაკტიონს ეძახიან,
და ლანდებში უკვე მიჰქრის,
მათ ტაბიძე ებრალიან,
ჩუ, ტაბიძე უკვე მიდის!

მიდის, ტოვებს მასზე ფიქრებს,
მრავალ თავში განაფიქრებს,
გალაკტიონს უყვარს დარდი...
გალაკტიონს ეძახიან!

შავი სიკვდილი მომღიმარი ელის პოეტებს,
მეფეთ-მეფეს კი არ ელოდა, უცებ გაფითრდა,
ვის ელოდიო, გალამ ჰკითხა, იქნებ გოეთეს?
ასეთიაო პოეტის ბედი... უცბად ჩაფიქრდა.

გალაკტიონი ავიდა ზეცად,
დატოვა ფიქრი, დარდი და სეტყვა
სანამ კი გული მისი აქ ფეთქავს
13 მეტრი გვაშორებს ზეცას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი