თანასწორ სულთა წყვდიადი


თანაწორ სულთა წყვდიადი
ბნელია ღამე დიადი,
ობლობა სულის პატრონი...
ეგება დავრჩეთ მარტონი
მე და ეს ჩემი ფიქრები
ეგებ გამოჩნდეს ამბავი, ეგებ გამოჩნდეს ნიშნები...

თანასწორ სულთა წყვდიადი
ღამე ბნელია, დიადი
მთვარე ამაყად კიაფობს
ფიქრები ჩემი
ვარსკვლავებს, კოსმოსს
და სხივებს მიაპობს
ფიქრები შენი ცაშია
უსასრულობის H-შია
ეგება უკუნითია,
ეგება ბნელში ანთია

თანასწორ სულთა წყვდიადი 
ღამე ბნელია დიადი,
მახსოვს იგივე ფიქრები
მახსოვს მე ძველი სიზმრები,
მახსოვს პირველი სინათლე,
ბნელიდან იშვა ნათელი
მაინც მგონია გამიგონია,
უჭირავს ხელში სანთელი,
ყურები იწვის, ცაში ქარი ქრის
მე მაინც ვფიქრობ გამიგონია,
 რებუსებშია პოლიფონია,
ნისლი თეთრად ცრის,
მზერა ფიქრებს მგვრის,
ძველი ტოტები,
ბებერ ხეებს ხრის,
მაინც იქა ვარ...
მაინც დავეშვი,
ძველ ფიქრებს წაველ,
მაინც გავეშვი
თითქოს ვფიქრობდი,
მაინც ვგმინავდი,
ცაში ვარსკვლავთან
ერთად ვფრინდავდი,
მე მაინც ფიქრობ ასე მგონია
რებუსებშია პოლიფონია,
წინაპართაგან ძველი თქმულება,
მე ღამე ზღაპრად გამიგონია
მერე ავდმგარვარ,
ფეხზე დავმდგარვარ,
ჩემი ამბავი მომიგონია!

ისევ აღსვდგები,
მარადის ძეგლად რომ ავმაღლდები
მაშინ გაიგებ შენ ბგერებს ჩუმებს!
ძველო ძმობილი მომადგები, გავწმინდავთ ჭურებს
მაშინ მკითხველო ჩაიხითხებ
იქნებ გიჟია, იქნებ ომი აქვს
ნუთუ მართლი რამე ჰგონია
„რებუსებშია პოლიფონია“?
არა, მე მაინც ასე მგონია
მე ძველ თქმულებად გამიგონია
ფეხზე ავდმგავარ, მყარად დავმდგარვარ,
ახალი წერა მომიგონია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი