ვითარცა პეტრემ...


ვითარცა პეტრემ ვუარყავ სამჯერ
წამი წუთად და წუთი კი წამჯერ,
რომ იდგა დილა, წაეღო ბინდი
ბუნება შფოთდა, აენთო ფიქრში.

ვითარცა პეტრემ ვუარყავ სამჯერ,
პირველი იყო ქრისტეს სახელით,
მაშინ ვინ იცის, ვუარყავ ბევრჯერ,
ის კი მელოდა ცაში სანთელით.

ვითარცა პეტრემ ვუარყავ სამჯერ,
მეორედ იყო უკვე ღიმილი,
მაშინ ვინ იცის, ვუარყავ ერთხელ,
ქრისტე მელოდა ხელში ფითილით.

ვითარცა პეტრემ ვუარყავ სამჯერ,
მესამედ იყო ოხვრა და გმინვა,
და როცა ქრისტე ვუარყავ წმინდად,
მაშინ ზეცაში ქუხდა და წვიმდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი