ვითარცა იესო
ვითარცა იესო უარმყვეს სამჯერ ვისაც ჩავაცვი იმათ გამხადეს ბოროტება კი თითქოს დამადეს ლოდად... მე კი ავდექი (გადმოვიტანე ლექსად და სტროფად) და სიკეთე დავწერე სტროფად ერთხელ გამყიდეს, ცვარიანი რომ იდგა დილა და როცა ზეცას მოეყვანა ახალი ჟამი, ყოველი წუთის ნატამალი და გამაშვრალი... ზეცა ამბობდა, დამდგარაო ახალი წამი მეორედ გამცეს, თითქოს გამფატრეს, გადამატარეს გზები მტკივანი, (ეკლიანი) მაინც მოვკითხე ეკლიანმა, პაპაჩემს, მაცნეს და სიკვდილის წინ... მე მაინც ვნახე ეს ხეივანი მესამედ იყო სულის მკვლელობა, ცოტამ აიღო თავზე ამბორი ბევრი ვწერე და ბევრი ვიკითხე, მაგრამ ცოტა თუ იყო გამგონი იქნებ ოდესმე იმ ვაჟმაც ნახოს, რომ გადაწყვიტა ვინმეს გაცემა, იქნებ თვალებზე ცრემლი მოადგეს და დაინახოს თვისი დაცემა, იქნებ როდესმე ეს ქალმაც ნახოს სიყვარულით რომ არის გავსილი, იქნებ გულწრფელად იღვაროს ცრემლად და მომიტანოს ცრემლი ავსილი... საფლავზე...ველად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი