საქართველოში


ამ ქვეყანაში სულ იყო ბრძოლა,
მეთაური კი არ გვყვავდა ფიცხი,
სულ მუდამ სისხლი, სულ მუდამ ხროვა,
მრავალჯერ დაჯდა მრავალი რიცხვი.
საქართველოში მრავალი ომი,
საქართველოში მრავალი ბრძოლა,
საქართველოში მრავალი დედა
შვილის ძაძებზე რომ დაათოვა!
ამ ქვეყანაში ბევრჯერ კვდებოდნენ,
ამ ქვეყანაში კვდებოდნენ მარად,
ამ ქვეყანაში ფეხზედ დგებოდნენ,
მტრის მუზარადებს აპობდნენ მარდად!
საქართველოში მტერსაც ხვდებოდნენ,
საქართველოში მოყვრით ტკბებოდნენ,
საქართველოში ურმულს მღეროდნენ,
ხმები კი თავის თავშიც ბგერობდნენ!
საქართველოში უყვარდათ მიწა,
საქართველოში უყვარდათ დარდი,
საქართველოში ისმოდა წირვა,
და გადახდილა მრავალი ხარკიც!
საქართველო კი ფეხზე დადგება,
ეს დრო ოდესღაც მაინც ხომ მოვა,
ოდესღაც ერი ქრისტედ აღდგება
და ეს ყინულიც დნობით წამოვა!
ივერიაში მუდამ ისმოდა ხმა ღვთისმშობლისა,
მრავალიც კიდევ ხმა ისმოდა ბავშვის ობლისა,
ტირილი სულის გამყინავი ცრემლმორეული,
სტამბულის ბაზარს დადიოდა გურჯი ეული!
საქართველოზე ამბობდნენ მუდამ-
რა ლამაზია ესე მამული,
მერე კი თითქოს ყიდიდნენ ურცხვად,
სახლი დაეცა მამისეული!
ივერიაში გათენდება ოდესღაც ბინდი,
და გარიჟრაჟზე სიხარულის ცრემლი წამოვა!
ეს დრო კი ძალზედ მალე მოვა, მერწმუნეთ,ვიცი!
მაშინ აღვსდგებით, ყველა ერთად, დავილოცებით!
პაპის ქვევრიდან კიდევ მრავალი ღვინო გადმოვა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი