მე მოვკვდი ერთხელ...


მე მოვკვდი ერთხელ
მოვკვდები ბევრჯერ...
მე ბევრჯერ მომკლავს ჩემივე ფიქრი
მე ბევრჯერ მომკლავს ჩემივე მიწა,
მასზე დანთხეული მრავალი სისხლი...
და ეს მე კარგად ვიცი!
მე ბევრჯერ მომკლავს ჩემივე ფიცი,
ქართულ მიწას რომ სულით მივეცი,
მომკლავს საფლავი, ღამე მცქირალი
მე რომელთანაც ბევრჯერ მივედი.
მომკლავს სოხუმის მიწა მტირალი,
მომკლავს, მცხუნვარე შავად მზირალი
მზე...
მომკლავს მინდვრები სავსე ბალახით,
სადაც ვერ მივალ ალბათ ქარავნით,
მომკლავს მინდვრები სავსე ფითილით,
დაჭრილი გავალ ტყიდან ჩივილით
მომკლავს მინდვრები სავსე ჭვავებით
ყინულითა და ბევრი ქარებით
მომკლავს სამშობლო, ჩემი ამბორი
ჩემი სისხლი და პირველი გამგონი
მომკლავს სამშობლო, მისი დაცემა
მტერთან ჭიდილი, მოყვრისგან გაცემა,
მე მაინც მჯერა, რომ მოკვდი ერთხელ
დრო კი წინ არის, მოვკვდები ბევრჯერ
და ვეღარ ვნახავ მე ცისარტყელებს
და ვეღარ ვნახავ დაისის ფიქრებს.

მოვკვდები ბევრჯერ, აღარ ისმევა ალბათ გალობა
წინ გამიძღვება ალბათ შენი ფიანდაზობა,
სულით მწყურვალი, გამოგხედავ მე ალბათ ბევრჯერ
ბევრჯერ გეტყვი და მიპასუხებ შენც ალბათ ერთხელ:
მეც!
აგერ ამ ტყეში, დაბანაკებულს, თავზე მეხვია
ბევრი ფიქრები, მე კი არა და თურმე დამხსნელი,
მონადირეებს გადაუჭრიათ
ხეც!
მე მოვკვდი ერთხელ, მოვკვდები ბევრჯერ
და ამდენჯერვე გიამბობ ამბავს,
შენ მიპასუხებ მე ალბათ ერთხელ,
მე კი მოგიყვები ისევ ძველ ამბავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი