უღელტეხილი


გზა სავალი აქვს ბევრი,
ვარსკვალებიან ცაზე
ხვავი, პური და ქერი
ერთად მოელის გზაზე,
გზა გავლილი აქვს ტეხილით
მრავალი უღელტეხილით,
ვარსკვლავთან ბევრი ჭიდილი,
მერე ტყუილი ფიცილი,
ღმერთმა რომ ტეხა ველები,
ფიქრებით განეხელები,
გრძნობები ფიქრის მორევში,
მრავალ წახნაგში, გორებში,
გზა გავლილი აქვს ტეხილით
მრავალი უღელტეხილით,
ჭვავის ყანაში თამაშით,
ნეტავ რა ყრია ამაში?
გზა გავლილი აქვს ტეხილით,
მრავალი უღელტეხილით,
ასი ათასი ფიქრითა
და ათასჯერ მეტი ხილვებით,
იქნებ მრავალი ფიქრებით,
იქნებ მრავალი მიგნებით...

გზა გაირა ტეხილი,
მრავალი უღელტეხილი,
ფიქრი დატოვა ძველი,
მოისხა მანტია მისნის,
შეცვლილა ცისა ფერი,
სევდა უჩუმრად სტირის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი