სიყვარული


ნუთუ არასდროს, არასდროს
სიყვარული არ გწვევია?
შენ ჩემს კითხვაზე პასუხად
თავი რად დაგიწევია?

ნუთუ არასდროს ყოფილა,
შენში კეთილი ფერია,
ნუთუ არ გაგიგონია,
გულში ძგერა და ხალისი,
ნუთუ არასდროს, არასდროს
არ გიმტვრევია ბჭენია?
და არც მზისფერი პარიზი...

არასდროს გიტრაბახია,
არ ვიცი ეს რა ხალხია,
ბეთჰოვენი და ბახია,
სრული ქაოსით...კრახია

ნუთუ არასდროს, არასდროს,
სიყვარული არ გწვევია,
შენ ჩემს კითვაზე პასუხად,
თავი რად დაგიწევია?

ერთსა გთხოვ, თავი ასწიე
თვალში მანათე სიცოცხლე,
გზაში წერილი მაწიე,
გპირდები, შენთვის ვიცოცხლებ!

ფრინველთა გუნდის კამარა,
ფიქრების შემრჩა ამალა,
ერთი მზერა მსურს წალმადა,
მერე სიცოცხლეც კალმადა!

ნუთუ არასდროს, არასდროს
სიყვარული არ გწვევია?
შენ ჩემს კითხვაზე პასუხად
თავი რად დაგიწევია?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი