Ari de verci!
გამციებია სული, და ულმობელი სევდა, გადაუდებლად წვიმდა, ღმერთო სიცოცხლე მინდა. ალბათ ვიყვირებ ბევრი, შედეგად მივიღე ცოტა ავიღე ქუდი, არ ვრჩები წავედი, ari de verci!... დაიკრა აქ ბოლო ნოტა! იქნებ გაგრძელდეს ეპოსი, მე ჰომეროსთან ერთად ვარსკვლავთან მღერა მინდა, მე მინდა ჩემი ათოსი, და არამისი მინდა, ჩემი სისხლი და ხორცი, იესო ღმერთად მინდა. და როცა ფიქრი წავა, გაჰქუსლავს მზისფერ ველებს, მაშინ ავიღებ კალამს, დახატავ ახალ ბგერებს! გული ჭრილობას მალავს, ალბათ ფიქრები გვერჩის, ქუდი ავიღე, არ ვრჩები, წავედი, ari de verci!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი