საქართველოს ფიქრები


უქმად დადუმდა სიო,
მეძახდა წამოდიო,
ცოტა დარჩენია დრო,
გარს შემოჰხვევია ბრბო,

უქმად დადუმდა სიო,
მეძახდა წამოდიო,
ცოტა დარჩენია დღე,
მრავალჯერ შემუსრეს ტყე,

ბუნება ველებში ძრწოდა,
არ დაიღალა ბრბო და,
გრგვინავდა ყვიროდა ბევრი,
ბრბო იყო მაინც შედევრი,

უქმად დადუმდა სიო,
მეძახდა წამოდიო,
მრავალჯერ დაფოტეს ხე,
მრავალი, ვაჟკაციც ბრგე

ამათრახებდნენ ქართველს,
უქმად დადუმდა სიო,
ოსმალო ებრძოდა მართლებს,
ზეცა სთხოვს წამოდიო.

თევდორემ არია გზები,
დაკეტა სიცოცხლის ბჭენი,
როს შემოიკლა დღენი,
მან ცაში აღმამმფრენი!

ფიქრები იყო ერთი,
თევდორე ღმერთთან ახლო,
ღმერთი თევდორეს ელის,
თევდორეს ხელი არ ახლოთ!

უქმად დადუმდა სიო,
მეძახდა წამოდიო,
ცოტა დარჩენია დრო,
ველად გაშლილა ბრბო,

თევდორე ღმერთთან მიდის,
თევდორე ფიქრებს ტეხავს,
სიკვდილი ფიქრებს ღრღნის,
გული კი აღარ ფეთქავს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი