სტამბულელ დახლიდარს
ათას ექვსასი დამდგარიყო მცივანი წელი, სტამბულის ქუჩებს ეჩურჩულება ჩუმად ქარები, დახლიდარ ხონვერს ატკიებოდა მოკუნტულს წელი, მყარად ეჭირა გურჯი ბავშვის სუსტი მაჯები. სტამბულს ბაზარს ეჩურჩულება ჩუმი ქარები, თანაც მზე არის, მზეს მიუყვება გურჯის დარდები, ღმერთო აფარე შენი კალათა გადანამული და მოაცილე გულში ნატანჯი სევდა ფარული. სტამბულს ბაზარს დაიარება გურჯი ეული, ავადმყოფობით და შიმშილით სულით სნეული, არავინ იცის ვინ იქნება პატრონი მისი, თავის სამშობლოს მანამ გაჰყიდდნენ დაუდო ფიცი. გადარეული გუჯრი ეული დადის ბაზრობას დახლიდარი კი მზეს ეფიცხება როგორც გრძნეული, ხონვერი უკვე ემზადება იწყებს ვაჭრობას, გურჯი შეჰყურებს, შერისხული და გადარეული. გამოიარა, კიდევ ერთმა გამოიარა, რა ღირს ყმაწვილი, ეკითხება იგი დინჯი ხმით ოცდაათვერცხლად გაყიდულმა ჩამოიარა, თურქულ სამოსში, და იკითხა ბგერა ქართულით. ბავშვი გაოგნდა, ეს ხომ ცხადია, ნუთუ თვალწინ დგას ენა ქართული თვალწინ ეხატა განთიადი და ბუხრის კერები მონაფერები. არა ძვირია, იწუნებს კაცი. ბავშვი ნერწყვს ყლაპავს სულში ძახილით „გთხოვ წამიყვანე, დაგჭირდე რაში“ ენაზე იკბენს თვისი წადილით. კაცი წავიდა და გაიყოლა ბოლო იმედი გურჯი ეულის, და მისი გულიც გადაიყოლა დადის ბაზრობას გადარეული, აბა დახლიდარს მოჰკითხეთ აბა? ნეტავ რად უნდა ეს გურჯი ბიჭი? ჩამოეფარა ყველაფერს ფარდა გურჯი ბიჭი კი მიდის და მიდის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი