ხარება


ღვთისმშობელისთვის ხარება
უცნაურ იყო ზმანება,
მოსალოდნელი წამება,
მწამდა...

წამიერება მგავდა
იესოს ტრაპეზი უკანასკნელი,
როგორც თეატრში, ჩამოაფარეს ფარდა,
ძალები თავის თავზე მჩაგვრელი

ფერად გამებში არეკლილიყო
სილუეტები თვალისა მჭრელი
იესო ქრისტეს დაბადებისთვის
მზადება ჩვენ ბეთლემს გველის,..

ალბათ არ არის
33 წელი აქ შორი,
მე სილამაზით ვთვრები რახილის
ფრესკიდან კიდევ ქრისტეს ძახილი
„უკვე დრო არის, უკვე დრო არის“
გზა მიდის!

ალბათ იუდაც იწვოდა მაშინ,
33 ელის გამოცდა,
ალბათ იუდაც ელის ცხვრის ფარას,
ალბათ იუდას რაღაც წამოცდა,
ის ხომ გამოცდის ქრისტეს წამებას
გადაიქცევა უცბად ამებად,
როგორ ამაღლდა
როგორ დაეცა
იუდაც...

იესო ხატავს თავის ცხოვრებას,
სიუჟეტები ძალზე ნაცნობი,
საფლავებიდან ისმენს გოდებას
თანაც პასუხობს: „მხსნელ ვარ, მოვედი!“

ალბათ იესო იყო ამბორშიც,
თავად იესო იყო სულეთიც,
ალბათ იესო იყო ველებშიც,
ბევრიც უნახავს ალბათ სულელი

ახლა იესო თქვენს წინ ჯვარზეა,
შორია უკვე ძალზედ ხარება
იესოს სული უკვე ქარზეა,
დედაო, ადექ, მორჩა ზმანება!
ასე გასრულდა ქრისტეს წამება,
ჯვარზე ეტყობა ნაფეხურები,
ალბათ იუდას ისმის დაცემა,
ცისა იქცევა საფეხურები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი