ღამე


თქვენზე ფიქრებში ვათიე ღამე,
და თქვენ ჩემს გულში ვერ დაეტიეთ,
გამოისახეთ ვარსკვლავად ცაზე,
სულზე იარად, ტყვიად მეტყვიედ!
მერე ტყვედ მიგდეთ, ზღვაში ვეშვებით,
ფიქრებს ვერა ვტეხ...ვერ დავამარცხებ ფიქრებს შეშვებით!
ალბათ ეშვებით ციდან, და ხატავთ
თქვენი გონებით უმალ რომ მმართავთ,
ალბათ მეწვიეთ, ფიქრად მეწვიეთ,
ბოლო ტრაპეზზე თქვენ დამეწვიეთ,
და ოდეს ფიქრი ნავარდობს ველზე
და როცა ბინდი მეტყველებს უტყვად
მე ვერ შევეშვი ამ ფიქრებს თქვენზე,
ლამაზ ფერებზე, ფიქრს ვიტევ მუქთად...

შენზე ფიქრებს რომ ვეჩვიე,
მათში პასუხებს ვეძიე
ეგება გადამეჩვიე,
ეგება ფიქრად გეწვიე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი