ქუჩებში


ქორთა ფიქრი
დამდაგისი ძველი,
წარბი მზერა
სადგისი და მჭიდი

ისევ ქროლვა, ისევ ქარი,
ისევ თრთოლვა, ამაგდარი
ლოთი კაცი ქალაქში,
ერთ დროს წერდა,
ერთ დროს სევდა,
ერთ დროს ხევდა...
ნაწერს!
ერთ დროს გრძნობდა,
ერთ დროს თოვდა...მისთვის!
ერთ დროს ხატვით ფერთა გამის,
ოღონდ სხვისთვის, არა მისთვის,
მას უყვარდა, და უყვარდა ძლიერ!
მაგრამ იქიით, მაგრამ იიიქით
არ უყვარდა ცბიერს!
ეფიცება მზეს და მთვარეს,
ეფიცება მზეს და ზეცას,
ღმერთო მინდვრებს ჩამახუტე,
დაუწყიათ თუნდ მთებს დრეკა,
თუნდაც მეხი დამცემია,
რა იქნება ჩამახუტე,
ღმერთო ისიც გამცემია,
ან მე რაღას გამებუტე?
დაღიღინებს გზაზე ლოთად,
და დაჰყვება ძველი სევდა,
ბაფთა მაინც გაუკვანძავს,
ძველებურად, კარგად, კოხტად!
მაგრამ უკვე წარსულია,
პოეტობა, წერა, მისი
ვინც უნდოდა, ვისაც სწერდა
გამხდარიყო უკვე სხვისი!

გაიარა ბევრი წლები,
მიაბიჯებს თავის ჩრდილებს,
უმტვრებია ბევრიც ხმლები,
გაჰყოლია ბევრჯერ ფიქრებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი