იყო დრო...


იყო დრო დრო რომ არ იყო,
ნისლები ქარში მდგარიყო,
ფიქრებმა წაიღეს ველად,
ცისკრის კაბადონის მთვლელად

იყო დრო, დრო რომ არ იყო,
ასეთი დროებაც მდგარიყო,
ჩუმად ვითვლი ნაბიჯებს,
ნაზად ვტეხავდი ქარის ფრთებს!

იყო დრო, დრო რომ არ იყო,
სევდამ ფიქრებში წაიღო,
მის სულს სიკეთე გაეღო,
მაგრამ დროს...დროს ის წაეღო

იყო დრო, დრო რომ მოვიდა
ფიქრებში სისხლად გადმოვიდა,
კალმიდან სისხლი მდინარე,
მე შენთვის ბევრი ვიარე!

იყო დრო, დრომ რომ მოვიდა
გაიხსნა გზები ფიქრისკენ,
მაგრამ დარდიც წამოვიდა,
ფიქრები მიდის ცისკრისკენ!

იყო დრო, დრომ რომ მოვიდა
შენსკენ მოვედი ფრენით,
იყო დრო მაგრამ წავიდა
გზას ვეღარ იგნებს როკვით!
იყო დრო, დროის გაგნება,
წახნაგების ქვეშ წამება,
ქარი სისხლის ფერს მრეცხავს,
ხორცს კი ველები სტეხავს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი