0 8

ორი ნაბიჯის იქით...


ორი ნაბიჯის იქით,
გთხოვთ გადასწიოთ ფარდა,
ლიანდაგები მიდის,
(ვიხრჩობი, ვყვირივარ ფიცით)
არ მინდა სხვა მე შენს გარდა!

ორი ნაბიჯის იქით,
ორი ნაბიჯის აქეთ,
ორი ნაბიჯით მიდის,
ორი ნაბიჯით ვაფრენ

ორი ნაბიჯით იქით,
თითქოს იცვლება ზეცა
ვეღარა ჰყვირის რიხით,
გული სხვას გადაეცა

ორი ნაბიჯის იქით,
ნეტავ რა ფერია ზღვა
ორი ნაბიჯის იქით,
რატომ ატირდა ცა?

ორი ნაბიჯის იქით,
ჩემი ნაბიჯების ხმა,
ნაჯახით შეშის ლეწვა და
შეშის საყვედურის თქმა

ორი ნაბიჯის იქით,
გაცემის ცემის ხმა,
ორი ნაბიჯის იქით,
იუდას დაცემის ხმა!

ორი ნაბიჯის იქით,
გრძელდება...გრძელდება სმა!
ჭაღარა კაცი კი მიდის
წისქვილმა საფქველიც ფქვა!

ორი ნაბიჯის იქით,
რა კარგი იყო დროც,
ვარსკვლავებს ითვლიდა კაცი,
სულს ჰქონდა მრავალი შტოც!

ორი ნაბიჯის იქით,
აღსრულდა, დაწერილ იყო!
ორი ნაბიჯის იქით,
დინებამ კაცი წაიღო...
კომენტარები (0)