ჟამნი იცლებიან...


ჭვავი მინდვრებიდან,
გულიც ფიქრებიდან,
ჟამნი იცლებიან,
დრონი ივსებიან,
ფერნი ირთვებიან,
ქარნი, მიჰყვებიან
წამებს...
ბევრს არ მოველოდი
ბევრიც არ მელოდა
ფიქრი მაინც ფქვავდა
მწარეს...
ნეტავ წამიყვანა,
სადმე წამიყვანა,
ნეტავ ამ სევდიან
ღამეს..
ზღაპარს ვუამბობდი,
მე ჩემს სულსა ვფიცავ!
ზღაპარს ვუამბობდი
მთვარეს...
ჩემს თავს ფიქრით ვიცავ,
ის კი არ მეშვება,
ბაგენი ელვარე მისი,
კიდევ გეუბნები, კიდევ ერთხელ ვფიცავ
ფიქრებს არა ძალუძს ფერთხვა თვისი რისხვის!
დღეს თუ შენი არის, ხვალე შენი ფიქრი,
უწყის, გამხდარიყო მისი!

მთვარე დაიცლება,
ფიქრიც გაიცლება,
გული დაიქანცა
მარდვით...
წუთი გაიხარჯა...
წამი მეფარება,
ფიქრის ნეტარება
დარდით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი