დამეწვიე...
სადგურზე დამეწიე, წერილი დამაწიე, მაყარში დამეწვიე მარდო... ველად დამაწვინე, თუნდ სილა მაწვნიე, ოღონდ რამე მითხარ, კარგო... ყალბი სიხარული, ყალბი მონატრება, ყალბი დღეობები მარდად... ოღონდ წამაწიე, ოღონდ დამეწიე, მერე კი მეყოლეთ მაგრად... ველებს რომ ვფანტავდი, ყვავილში შემომხვდი, ლამაზი იყო ოხერი... ალბათ წერილსაც მოგწერდი, მაგრაამ... აღარ დამიჯერებ, აღარ გამაჯერებ, მე ტყუილ ზღაპრებთან თამაშს, აღარ მაიძულებ, აღარ მიკარნახებ როგორღა, გავუძლო ამას... მაგრაამ... ვინ იცის, როგორ იწვება სანთელი თეთრად, დაფნები ამ დროს წითლად იწვნება, გვირილები კი თეთრად... სადგურზე დამეწიე, წერილი დამაწიე, აბა როგორ წიე, მერე დამეწვიე გზაზეც... როგორც ფიანდაზი გზაზე დამეფინე, შენ მოწოდებულზე, სულს მოვითქვამ შხამზეც... სადგურზე დამეწიე წერილი დამაწიე სულზე დამეწვიე მარდო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი