ერთი ღიმილი (ჩიბუხნარევი)
ერთი ღიმილი მინდოდა გზაზე, ვარსკვლავთმნათობი წვიმა და ელვა, მაგრამ ფიქრები, ჩემი ფიქრები, იმ ოცნებაში რომ დაიფერფლა... გზას მინათებდა მე იაკობი, ჩვენ ველს მივაპობთ ერთად და ერთხმად ღმერთო მაჩუქე მე შენი ლოცვა, მე კი თან მოვქსოვ იმ ჩემს ფარაჯას! ერთი ღიმილი მინდოდა გზაზე, ვარსკვლათმნათობი წვიმა და ელვა, პირველად სხივი რომ შემომნათე, მითხარი თავში რამ გაგიელვა? ან ის ღიმილი სახეზე გეტყო, სახე უტყვი და მაინც ცბიერი, თავის ამბებში ჩაძირულია, ჩიბუხს აბოლებს კაცი ხნიერი, ერთ დროს უყვარდა, მასაც თან ძლიერ, ერთ დროს დაჰქონდა წვიმა და ელვა გეცნო ამბავი? მითხარ ძვირფასო მაგ შენს ღიმილში რამ გაიელვა? ერთ დროს უყვარდა ღმერთების შვილი, ერთ დროს ტალღების იცოდა მართვა, დაფნის დაადგეს გვირგვინი წნილი, მაგრამ ზურგსუკან ზრახვათა ხლართვა ერთ დროს უყვარდა, აღარა შერჩა, ეს სიყვარული წაიღო ქარმა, ალბათ ფიქრები ცოტათი დარჩა, მან ვერ გაუძლო, შეჭამა დარდმა ალბათ დარჩებათ მოსაგონარი, მოხუცი კაცის ჩიბუხით ხელში, ბევრსაც დასწერენ მასზე მგოსანი, ვერ დაიტევენ კოპწია სულში, და როცა გულში იცემენ მაჯას, და როცა სეტყვა დაკორტნის ველებს, ვერ გაუძლებენ მწერალნიც ტანჯვას, დაიტყავებენ წერაში ხელებს! მაგრამ დარჩება კვალი მოხუცის, ერთ დროს ჩიბუხით და ამბით ერთი, ალბათ ბევრი მას მაინც მოუცდის, ის კი იქნება სულეთის წვერში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი