ბოლო მახვილი


ხელში ავიღე ბოლო მახვილი,
ტყისგან მალული სისხლში ვიცლები,
ბოლო მოვიკალ თითქმის წადილი
როგორც სილაღე, ზეცას ვიშლები.

ალბათ ბოლოა ჩემი ჩასუნთქვა,
ალბათ ბოლოა და განმგირავი,
თითქოს წინ მიდევს ადრე რაც თქმულა,
ეყუდნე შენს თავს, რა გაქვს საკარგი?

მაგრამ შორია ლოდის ტარება,
და თან სულეთთან ბორგვა-ჭიდილი,
და მეც წამიღეს ღამის ქარებმა,
დავეხეტები როგორც აჩრდილი.

სულთა კრებულშიც ვიჯექი მარტო,
ხელში მეკავა სისხლის ბარძიმი,
გადმოსახედი ზეციდან ფართო,
ღმერთო დალოცე მიწა გაშლილი!

შორი გზებია, ძალზე მაცდური,
ხარკიც მზად არის, და სატაცური
ხელში მეკავა სისხლის ბარძიმი,
და სისხლისაგან თითქმის ვარ ცლილი!

ბოლო მახვილის გაისმა ტეხვა,
ბოლო მახვილი დალეწა ფარმა,
ტაძრის ზარებმა დაიწყოს რეკვა
და მეც წამიღო ზაფხულის ქარმა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
გიორგი ვასაძე სტუდენტი2 წლის წინ

❤️❤️

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი