მთვარე შემიყვარდა


მთვარე შემიყვარდა,
მთვარეს შევუყვარდი,
ოხრად გავატანე ბარგი,
ფიქრთა ულევ ზღვაში მზეც კი გადავარდა...
მაინც თან დამქონდა დარდი!
ბევრსაც ვიცნობდი
და ბევრსაც არ ვიცნობდი,
ბევრსაც გავიცნობდი ალბათ...
დრო თუ დამინდობდა, დროს თუ დავინდობდი, დრო თუ მედებოდა წამლად!

წამი მეწამება,
დღენი მეხარჯება...
სადღაც იქ კი ძველებურად თოვს,
მყინვართ სძინავთ, ვერ არჩევენ დროს...

ძველი სევდა მიფარავდა კალამს,
და სიმართლის ალამს ვშლიდი მაინც,
სევდიანი შევყურებდი დაისს,
მაინც ვერა, სად გეძებო, საით?

ძველი სევდა მიფარავდა კალამს,
დრო კი შორი, მაგრამ არა ძველი,
და სიმართლის ვშლიდი მაინც ალამს,
და ყოველთვის მე შენს წერილს ველი!

გაგიცანი ალბათ ბევრჯერ ძლიერ,
უფრო მეტჯერ, ვერ გაგიცან ალბათ!
მოგიტანდი ალბათ კამელიებს,
მანათებდი შენ სიცოცხლეს წამლად.
შემიყვარდა ღამის მთვარე მუქი,
შევუყვარდი ღამის მთვარეს ძლიერს,
ამ ცხოვრების და ჭრიაქის შუქი,
გზას უნათებს, სულით ობოლს, ხნიერს!

გაგიცანი ალბათ ბევრჯერ მთვარევ,
უფრო მეტჯერ ვერ გაგიცან ალბათ,
უფრო მეტჯერ იღაღადე მწარევ,
ყველაფერი დროსთან ერთად დალპა.

გაგიცანი მე შენ ალბათ ბევრჯერ,
ბევრჯერ კიდევ, გაგიცნობდით ალბათ,
მტვერი ეცა ამ ყველაფერს სხვენზე,
ყველაფერი, დროსთან ერთად დალპა.

ყველაფერი როს დროებას წაჰყვა,
ობოლ სულებს ვერ დაჰქონდათ დარდი,
ყველაფერი, დროსთან ერთად დალპა
ახლა გეყოს, შეჩერდიო, კარგი!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი