ღამის სევდა


აღარ მეკარება ძილი,
დაფნის გვრიგვინები წნილი...
გასაქარვებელი სევდა,
დარდები კი გამიბევრდა,
ისევ მხიარული ტონი,
ისევ მხიარული მზერა,
სხვა რამეზე ფიქრობს მგონი,
წამიერად მიცვლის წერას!
ბიჭო, დამიბერდი მგონი,
ძველი გაიხსენე რამე,
როგორ მიფრინავენ დრონი,
ბიჭო, წამომყევი სადმე!
ერთად გავიაროთ გზაზე,
გზები ვაცოდვილოთ ხიდად,
ერთად შემოვუჯდეთ ნავზე,
ნიჩბები კი გვქონდეს მჭიდად!

ბიჭო წამექეცი,
ბიჭო გამიქვავდი,
ბიჭო გამისევდდი,
ბიჭო გამიდარდდი!

ძმობის სიტყვა გეთქვა კიდევ,
ეგებ დაგველია ცოტა,
გული კიდევ ფიქრებს მისდევს,
გზები გადიკვეთა ქორთა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი