საწოლის ოლიმპიადა!


გოჩას ოთახში ოლიმპიადა იწყება,
ფანჯრის მიღმა მთვარე იცინის,
საწოლზე დევს ორი დამარცხებული,
ერთი — გოჩაა, მეორე — მისი იმედი.

გოჩას მარცხენა ფეხი ომშია,
მარჯვენა ფეხი — ცალკე სახელმწიფოა,
ხოლო შუაში, საბნის ქვეშ,
მამაკაცობის უკანასკნელი რესპუბლიკა კვდება.

გოჩა არ ნებდება!
გოჩა არ კვდება!
მისი სული ჯერ კიდევ შეტევაზეა!
საწოლის ზამბარები ითხოვენ ზავს,
ბალიში კი წითელ ჯვარს იძახებს.

მაყურებელთა დარბაზში სიჩუმეა,
მსაჯულს სათვალე ჩამოუვარდა,
ერთმა მოხუცმა ტირილი დაიწყო —
ასეთი მოკლე ტრაგედია ჯერ არ ენახა.

გოჩა გმირია, ოღონდ ისეთი,
რომელიც საკუთარ ჩრდილსაც აგებს რბოლაში.
მას ფეხები ხშირად არ ემორჩილება,
მაგრამ ოცნებები დარბიან მარათონში.

და უცებ წამოდგა, მუშტი შეკრა,
ჭერს შეხედა, როგორც მტრის ბანაკს.

საწოლმა დაიკვნესა.
საათმა დაიღრინა.
მთვარემ ღრუბლებში სახე დამალა.
გოჩამ კი უკანასკნელი ძალით
საკუთარ რეკორდს წითელი ბარათი უჩვენა.

---

დრო — არენა და ტრიბუნა.
ჩრდილმა ჩრდილი შეიბრუნა
და 5 წუთში სექსი მორჩა.

ტურბო გოჩა!
ტურბო გოჩა!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი