ჩემი მასწავლებელი: დიდი მიხო გოგუაძე


მე გავიზარდე ბავშვობაში  პიონერთა სასახლეში და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი მასწავლებლის: მიხეილ გოგუაძის რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი პოეტი და ფილოსოფოსი იყო. ვისაც არ გაქვთ გოგუაძის წიგნი წაკითხული გირჩევთ: იკაროსი
იმდენად შეეძლო სივრცეებში გაეყვანე ადამიანს არ ვიცი. დღესდღეისობით, მაშინდელი და დღევანდელი ჩემი  შემოქმედება, რომ შევადარო არის ცა და დედამიწა. ამ ადამიანის წასვლა ისე დამწყდა, რომ საკუთარ ოჯახის წევრზეც ეგრე არ დამწყდებოდა გული. ძალიან დიდი შემოქმედი იყო პირადად ჩემთვის და სამწუხაროა, რომ ბევრს არც სმენია. მის ხელში გავიზარდე მე.  მის ხელში გაიზარდა კიდევ ბევრი ნიჭიერი ადამიანი: კახა ჭლიკაძე. ლექსო დორეული. დათო ბარბაქაძე და ასე შემდეგ. 
თავის მოსწავლეებს ისე უდგებოდა როგორც თანატოლს. ინტელექტუალურ გემოვნებას გვიმაღლებდა საოცრად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი