ამოუცნობი
კაცობრიობამ მილიარდობით შეცდომა დაუშვა, მაგრამ ვერც ერთი ვერ აქცია უკანასკნელ გაკვეთილად. სამყარო დავიპყარით. დრო დავკითხეთ. ატომს საიდუმლო წავართვით. საკუთარ თავს კი კვლავ უცხო ენაზე ვესაუბრებით. რა პარადოქსია! ადამიანი სამყაროს ცენტრია, საკუთარ თავში კი ჯერ კიდევ პერიფერია. შესაძლოა, ცივილიზაციის ბოლო აღმოჩენა ახალი პლანეტა კი არა, ადამიანში დაკარგული ადამიანია. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)