ქარფიცი ნამფერზე
ვნება — უხილავი მგელია: პირველად ჩრდილს ჭამს და ბოლოს — პატრონს. კანში დაიმალა მელია, ნადირობს ჩრდილს ჭა, და მხეცს ქმნის მარტო. ჩრდილო, მომატყუე, მიკადრე, სული აქვს თითებს, ფრთებია ჯვარცმა. როგორ დავემსგავსე ჩრდილმკადრეს, ქარფიცს და ფითრებს, ფითრებს და რაც მაქვს. ქვებს შორის ვინახავ ოაზისს, ხელს ვახებ მზის ნამს, მდიდარს ჟანგი ჭამს. ღმერთო, ამორფი ხარ, მოაზრე, ალეფი მზისა — მინდა დაგიჭრა! ფრთები მზის ნამფერში მომაჭრეს, მივყვები სულნამს, დავტოვე ნეშო. ჩრდილს დავემსგავსე მოვაჭრეს და სულის ცუნამს. ჩრდილობში მზე შობს! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი