დრო
დრო - უსინათლო მენავეა, რომელსაც ყველა ნაპირი დასასრული ჰგონია. ნაპირები საკუთარ თავს ესვრიან, ნიჩბებად გატეხილ საუკუნეს! დრო აღარ განარჩევს დასაწყისს, არც დასასრულს - ერთია ყველაფერი, მდინარე საკუთარ თავს უხვევს, და ქრება მიმართულების რწმენა. საუკუნე იფანტება მტვრად, და მტვერი ივიწყებს საკუთარ წყაროს, ნაპირები აღარ არიან ნაპირები, მხოლოდ ჭრილობები წყლის ზედაპირზე. სიჩუმე ხდება საბოლოო ენა, რომლითაც სამყარო აღარ ლაპარაკობს, და დრო, უსინათლო მენავე, თავისივე ნიჩბით საკუთარ თავს შლის. მდინარე საკუთარ მეხსიერებას კარგავს, და წყალი სწავლობს დავიწყებას, ცა აღარ განასხვავებს ხმას და ჩრდილს, და სიბნელე იბადება შიგნით. დრო უკვე აღარ არის დრო, ის მხოლოდ დაცემის მოძრაობაა, და სამყაროს კიდეზე ჩნდება ხმა - უხმო, მაგრამ ცოცხალი… როგორც ბავშვი! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი