დროჟანგმოსული
სულთაღმა ამ ჩემს თავმდაბლობას წაიყვანს ზევით, ჩუმი ნიშნები — სოლ, ფა, მი, რე — დო დგას ორსული. უხმო მემკვიდრე ღამისაგან — ეს მე ვარ, დევი. ვარ დროის ჟანგით შეხებული — დროჟანგმოსული. აჩრდილმზიდები აზიდავენ სიმაღლეს ხსოვნის. გავხეთქე ბგერა, ბედისწერა, დრო და ფა — სოლ — ლა. აქ მარადმკვდარი ზეცა ჩნდება მე და თქვენს შორის, დროისმტვრეული, ელოდება ჩემგან გასროლას! წამმარდე იწევს სიღრმისაკენ, როგორც ყვავილი. ლურჯი ცხენები არ მჭირდება — ეფემერები. ვუყურებ ბგერას, მენანება და ვეფერები; ქვასაც კი შეცვლის ჟამხმოვანი და წამქვავილი. და თავის ტრიალს ზურგშექცევით დაიწყებს ბუ, ძლივს, დედამიწისკენ... ლოცვად ვმარხავ სიღრმეს მორევის. წამკითხველები, ყველასათვის დავიწყებულნი, მზისბარტყა ლექსში თვითმკვლელობას იმეორებენ... რადგან ვერ მთარგმნის მე ვერცერთი უღირსი რასა, უხმო ღმერთების ანარეკლში მრჩება ტალანტი. სიტყვები კვდება, რჩება მხოლოდ — ვერ ამჩნევთ, რასაც, ვარსკვლავის უკან დამალულ ხმას მოვიპარავდი... ბგერა რომ მქონდეს და გამეხსნა სიჩუმე მიღმა, ვერ მიაკვლია პოეზიამ დროის გასაღებს. მიწის წინაშე ჩემი ჩრდილი იქნება მჯიღი, და ჩემი ღელვა დედაპლატას გააჯანსაღებს. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი