ურაკპარაკი
ვარ ნაბოკოვი და ხანაც მეგრე, ჩემი რითმები არის ა სეკო. ღმერთო, ნუ სწუხარ ცდომაზე ეგრე თავის ნებაზე ვნება ვაცეკვოთ! ჩემი რითმები არის სფუმატო, უცქირე მარტის შეშლილ ნანგრევ თვეს. ღმერთო, მოქნევებს უნდა უმატო, ააყირაო მიწა აგრეთვე! ეს ღამეები ჰგვანან გავალაკს, გონებას უნდა რითმის მორისვა. ჩემი გაჩენა ვინ დაგავალა, მე ჯერ ისევე სხვათა შორის ვარ... ღმერთო, სხეული მოჰგავს ვაშკარანს, ცოდვა ვარ ნარცხი, რითმის მრივსელი. მოწყვეტილ ყვავილს მოჰგავს აშკარად წვიმაში ჩემი სველი კისერი. ურაკპარაკი დროს მივათოვე და ვუსმენ კრიშნას ვით საღი ოშო. ღმერთო, ვერაფრით ვერ მივატოვე მე სიბორგილე და საღნიოშო. სული გაფრინდა როგორც ყაჯირი, აღა, დღეები ჰგვანან თაბუთებს. უოხჭნოდ იწყებს დროში ცა ჯირითს რაც ჩემს სიგიჟეს დაასაბუთებს. სულისთვის არ მსურს, ლოცვა, მეჩიტი, ხორცის ურწყული რამლით ბინდდება. ღმერთო, მოცისფრო დღეს ვარ მე ჩიტი ხიდან ხეზე რომ გადაფრინდება. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი