მონსტრები
ამოიზმანეს მღვდლებმა სულები, წვიმს და ვიფარებ ნაქონ ხეთა თმას. მიცქერენ ფრთები გასუსულები ვით გადაგდებულ თოვლში ხელთათმანს. სილურჯეებში სული ადიდდა და ემუქრება სიკვდილს მოსწრებით. ცრემლი მოიჭრა შავი ვარდიდან და ამოდიან კანზე მონსტრები. სიტყვის სიკვდილში ჩვენი ასლები... ჩვენ შეგვიძლია ვმალოთ სრულიად. არარაობით მივიტმასნებით... ღმერთში - რომელიც კომფორტულია. ახლა ღამეა, ღმერთიც მუხლს უხვევს, არ იბადება სული მიწიდან. ადამიანში გამჩდარ მუხლუხებს ისევ პეპლებად ყოფნა იზიდავთ. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2022 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი