ბნელი ფსალმუნი
ჩემი სხეული მშვიდი ინდიკა, და გული ჩემი ისევ სატივა. ჩემს შთაგონებას ჩუმი ბინდი კრავს და ეუბნება მკითხველს სატკივარს. ზედაპირული თითქოს ფორმა კლავს იდუმალებას, ანუ მისტიკას. მე არ მინდოდა; ღმერთმა მომაკრა ფრთები — სიგიჟის და სისასტიკის. თუ სიგიჟეა ჩემი ნათლობა, თუ ტკივილია ჩემი გვირგვინი, მე ღვთის ვენახში მინდა დათრობა, რომ ტვინი გახსნას სისხლმა წიგნივით. ვერ შემაშინებს ზეცის სიმკაცრე, არც უჩინარი დროის მარხილი. გთხოვ, გამაგონე სადმე, ღვთის კაცო, ის უსასრულო გამოძახილი! ვცდილობ; შევეხო სიტყვით ღვთაებრივს. მე ეშმაკისთვის ცალკე კუთხე მაქვს, და ჩემი ნიჭი, როგორც ტაეპი, წყევლაცაა და არის კურთხევაც! და არ მჭირდება დასკვნა, უბრალოდ; ხმა მომეცი და ხმაში დამმარხე; შენ, შეპყრობილთა ჩუმო უფალო, მე ენერგიის დარტყმას განახებ! და თუ დამარქმევ, ღმერთო, მიქაელს, ფრთას დავიჟანგავ შენი სახელით. რაც მისაქარი იყო, მივქარე, და მზეს ტრფიალით მოაქვს ნაღველი. ცვრიან ბალახში ვივლი სურვილით, ხმელი წიფელი ფეხში ისობა. და ბნელ სიწრფელეს მოაქვს ტყუილი, და ტყუილს მოაქვს მარადისობა. ესალმებიან ხმაურს სულები და მოდის ქრისტე, ვირს სურს ურია. მე კი მწყურია დაუსრულებლივ — დაწყევლილი და ვირუსულია... რაც კი ამ ქვეყნად, მოდგმა იაგოს, ველტვი გასაგისს, ევას ვნებიანს. ეშმაკმა ნათელს როდის მიაგნო — უკვე ცხადი და გასაგებია. მაგრამ ღმერთმა თქვა: „გასაგდებია!“ ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი