მეყო
თოვლმა დამადო სახელი - და მიწამ აღარ მიმიღო. აქედან იწყება ყველაფერი. ქალაქის ბნელი რიყე გულში ხელს ყოფს, და მე აღარ ვიცი ზარმაცი ვარ თუ უბრალოდ მეყო. ვიწვი! ძველებურად ვიწვი! ვდარდობ, ძველებურად ვდარდობ. გულში ჩარჩენილი წიწვი, თოვლმა სიჩუმეში დადო. ჩუმი შინაგანი დავა, ისევ ეთამაშა ტროტილს. სკდება ემოცია და ვარ: ქარში გატეხილი ტოტი. თოვლი ჩუმად ნელა მსუსხავს, მეხსიერებაში შიგნით. სხვა თავში გადავედი - სულ სხვა! დაუმთავრებელი წიგნი. ქალაქის ბნელი რიყე, მიწა გულში ხელს შეყოფს. იქნებ, მეზარება ვიყვე, იქნებ, ყველაფერი მეყო. ავტორი: მიხეილ ჭიჭინეძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი