გაიარეს


ვკრეფ ყვავილების ნაიარევს,
კედლებს დანგრეულ აგურების.
წუხელ ნერვებმა გაიარეს
ჰიდროელექტროსადგურები.

ჩემი სიცოცხლე აგერ იდოს,
რთულია გრძნობის გახშირება.
მინდა დამწვა და გაგერიდო,
გავყვე ტკივილებს ნახშირებად.

განცდები უნდა შემოვქარგო,
სისხლი სდით გრძნობის სახურავებს,
დროზე თუ არ მოხვალ ჩემო კარგო,
მაღაზიასავით დახურავენ...

გულს, მომუშავე ჭიანჭველას,
წვიმაა, უკრავს უკულელე.
შენ მაინც ფრთები მიაჭერი
გარეთ გაგდებულ უკურნელებს.

ვკრეფ ყვავილების ნაიარევს,
კედლებს დანგრეულ აგურების.
წუხელ ნერვებმა გაიარეს
ჰიდროელექტროსადგურები.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2023 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი