ტერენტი გრანელს


გალაკტიონი არა ხარ, რომ ღამე შეშალო,
არც ესენინი, რომ ანათო მუდამ დარივით.
მაგრამ მაინც გსურს მთელ სამყაროს გადაეშალო,
ვარდის ფურცელი ფესვდაკარგულ ხეიბარივით.

ბალას ტილოს ჰგავს ჩემი კანის ჩუმი სილურჯე
და ამ ზეციურ სამეფოში ვგავარ " ბალიანს "
აქლემის კუზში შექსპირივით ჩავიდა მთვარე
და ესეც ალბათ გადაღლილი ჩრდილის ბრალია.

ჩვენ ხომ ორივეს უცბად გვათრობს ქალის სუნამო
და კვლავაც ისევ ხვალინდელი ლექსით ვივსებით.
ვერას დაგვაკლებ მრისხანებით ” ლექსო ” ცუნამო,
" ვართ უდაბნოში სევდიანი ოაზისები! "

ახლაც საკუთარ თავს მივათრევ თმებით ნაპირთან,
უნდა გავტეხო ღამეების მძიმე ბოქლომი.
ღმერთი დამპირდა, მე სიმშვიდეს ღმერთი დამპირდა
და სიკვდილს ვეძებ  ნებაყოფლობით.

ბედუინივით თოვლს ვიხილავ პირველად მერე
" ვით სიგარეტის სამყაროში ჩაჭყლეტილ ღერებს "
" და ავაჩქარებ პულსაციას ბეტონის ძარღვზე "
რადგანაც ყველა ამოსუნთქვა იწყება ასე...

იმ რაღაც სხვაზე, რაღაც სხვაზე და ყველა ძარღვზე...
მოვისვირინგე ლურჯი სისხლით ცივი სტროფები.
ჩვენ ერთად ვდგავართ ბედისწერის უხილავ ზღვარზე
მეამბოხენი და სიცოცხლით ავადმყოფები.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2011 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი