სიცოცხლის ნოტა


ისევ სიცოცხლის ავიღებ ნოტას
აედევნება დიდებას მტვერი.
გითხრა: მაკლიხარ - იქნება ცოტა!
გითხრა: მიყვარხარ - იქნება ბევრი!

უფალო რატომ მიყვები ქარებს?
სულში ფარულად იღვრება სითბო.
ნაქერალაზე ამოდის მთვარე
და ჩემი გული ამოაქვს თითქოს!

სიხარული და ტკივილიც ვსინჯე
და ვეძებ ახალ შეგრძნებას უცნობს.
არ შემიძლია ოთახში ვიჯდე
და მუდამ ასე ჩრდილები ვფურცლო.

ისევ სიცოცხლის ავიღებ ნოტას
აედევნება დიდებას მტვერი.
გითხრა: მაკლიხარ - იქნება ცოტა!
გითხრა: მიყვარხარ - იქნება ბევრი!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2015 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი