მე მქვია სირცხვილი!


სიტყვა, რომელსაც სხვისკენ ისვრი,
ჯერ საკუთარ ხელში იწვის.
ტალახი, რომელსაც გზაზე აფენ,
პირველად შენს კვალს ეკრობა.
სარკე არავის ინდობს - რაც მასში გაგზავნე,
ერთ დღეს უკანვე დაგიბრუნდება.
შერცხვენა წინ გიზის.



ეს გიჟის ხალათი ყველაფერს გერჩიოს.
" განაჩენს ნარჩენი სინდისის წვით ველი "
არასდროს შენს თვალებს არ გადაეჩვიო
მოწამლულ მეწამულს, სიფიცხეს წითელის

" უღმერთოდ ვაღმერთებ, მოწამლულ მეწამულს "
და წრეებს რომელიც დახურეს ხაზებმა.
სიწითლეს მზერაში ცრემლები ძერწავენ
და იფანტებიან ჩრდილობში აზრებად.

ოღონდაც გყოლოდი მშვიდი და მდუმარე,
რამდენჯერ ეწამე, ცოლობით პოეტის.
თავის ქალს რომელიც ყველაფერს უმალავს
ჰო, მე ის უღირსი კაცი ვარ ყოველთვის!

ვწუხვარ, რომ ძვირფასო გითხარი მეტი ვერ
და ვდგავარ სარკესთან მიმიკის მორგებით.
წვიმები შენს გულში ტოვებენ წყვეტილებს
წვიმებში იშლება წითელი ქოლგები.

დათოვა, არ გესმის? რა მაგრად დათოვა,
ორივემ გავტეხეთ აღთქმა და ფიცილი
და ახლა ღმერთისგან ორივე მარტო ვართ
" შენ გქვია შერცხვენა, მე მქვია - სირცხვილი; "

ვწუხვარ, რომ ძვირფასო გითხარი მეტი ვერ
წვიმებიც ოდესღაც იცოდე გარბიან
და მერე შენს გულში ტოვებენ წყვეტილებს,
რომელიც გუშინდელ დღესავით კარგია.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2019 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი