შიშველი ლავგარდანი


მთელი გალაკტიკა როგორღაც დალაგდა,
მე კი ვერ ვლაგდები არეულ დღესავით.
ნუთუ შემადარეს კედლებმა ლავგარდანს,
ჩემი ლექსები ღმერთებია და საესავი.

აზიურ ფერფლში აირია ევროპის მტვერი
და ჩემი სული სამუდამოდ ფიცით სავსეა.
სასაცილოა შეიყვარო უფალო მტერი
ცად აზიდული ამ ურიცხვი ხეების მსგავსი.

ქარია, მე კი შეუცნობლად სულში შემცივა,
არის შიმშილი, არის ტანჯვა, სისხლის მორევი.
რაც სულს უყვარდა, აიწყვიტა იმან მხეცივით
და პოეტები თვითმკვლლობას იმეორებენ!

სადღაც კუთხეში მიილია დღეები მკვირცხლი,
ყველა ტკივილი ერთიანად ამოჰყვა ბადეს.
შენ ვერასოდეს, ვერასოდეს ისწავლი სირცხვილს
თუ მასთან ერთად დაიბადე!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2013 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი