ცა მინანქარში
ცა მინანქარში ჯიხვის რქებიდან სამყაროს დავლევ, " ზეცა მწყურია და მიწა მშია. " დამასკოს გზაზე დაბრმავდა პავლე და ქარნი ისევ ბილიკებს შლიან. პატარ - პატარა ღმერთების შექმნა მინდოდა, გზაზე მოსჩანდა მათე. მცოდნოდა, სხვაგან ჩავყრიდი ვენახს და სხვა წიაღში ჩავფენდი ნათელს. სული ამომსძვრა ბედის წერაში თეთრი ყვავივით მივსდევ დროებას და მოქცეულა ფსკერის მზერაში, ჩრდილის უძირო უსაზღვროება! მე წავალ სულის დიდ პირამიდით ნერგებმა ზეცა მიწაზე დარგეს. მე ვამბობ: ცისკენ გზები არ მიდის და ცისკენ ვილტვი ეგება განგებ. რწმენა ზღვაა და მე ვარ მეტივე, დამმარხეთ ქარში და სად გენია არის, ზეცაზე ბევრად მეტი ვარ და თუ ეს ღმერთო დასადგენია.. ჩურჩულით გეტყვი: ამინ! ან ქარში გავიტან სხეულს უფალო ჰოდა მოჭიქულია ცა მინანქარში, " ცამ დედამიწის წინაშე სცოდა! " მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2014 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი