ქრისტესავით
აქცია ქრისტიანად მრავალი კარლოს დიდმა. წავიდა ვალჰალაში, სიკვდილი გადმოზიდა. შენ ხედავ სისხლის გუბეს, შენ ხედავ ივარ უძვლოს, ჰალფდანს და ხანაც უბეს, მითხარი ვინ გაუძლო?!... რაგნარი ის ლანდია პატივს თუ არ მიაგებ.. მოგიქსევს ისლანდიას და შეშლილ ვარიაგებს! თორ, ისევ გაგვიწვიმდა, სულია ნიშასავით. სამყარო დაიწმინდავს ცნობიერს კრიშნასავით. უნდა ამოთხარო ხანდახან დაიის ენა. დარწმუნდე ნამდვილად რომ მოკვდა და დაისვენა. თორ, ქვეყნად ისე ვცხოვრობთ სიცოცხლე ქრის ტყესავით. ვერ შეძლო ქრისტემ მხოლოდ ეცხოვრა ქრისტესავით. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი