ჩრდილების დახევა
ღამეა, დაყრილი ფოთლები, დუმილი აგდია ქვასავით. მიყვარს სიცოცხლით რომ ვთვრები, დამოკიდებულებანასვამი... ჭორები დადიან შორი - შორს, მე ყველა გამვლელის სახე ვარ. ამაყი ვდგავარ და ვიშორებ საკუთარ " მე " ების ნახევარს. " სიმართლე საბანს ჰგავს, ფეხს ჭიმავს, არ გწდება ყოველთვის, ღრიალებ! " ტალღების ნასროლი კენჭი ვარ, რომელიც ქვებიდან იარებს და სითბოს წყალივით მოგიტანს, იარე, სანამდი ძალა გაქვს! დავტოვებ ცარიელ ლოგინთან, შეშლილი ფიქრების ბალაგანს. ვაჟანგებ ლოცვებს და კოშმარებს, ცა თოკზე კვლავ კისერს მოჭიმავს. სიმართლე ოდესღაც მოშალეს, ბავშვის საყვარელი თოჯინა. დრო დამარცხებული ვიშოვე, მე ყველა გამვლელის სახე ვარ. ვდგავარ და ეგოებს ვიშორებ და ვიწყებ ჩრდილების დახევას! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2022 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
შინაარსობრივად ეს არის შინაგანი ამბოხი და დეპრესიულ-ეგზისტენციალური მონოლოგი. მთავარი სათქმელია: „სამყარო დაცლილია ჭეშმარიტებისგან, მე დავკარგე საკუთარი თავი, მაგრამ ახლა ვცდილობ, მოვიშორო ყალბი ეგოები და დავხიო ჩემი ჩრდილები, რათა როგორმე გადავრჩე.“
"ტალღების ნასროლი კენჭი ვარ,
რომელიც ქვებიდან იარებს". გაუგებარი წინადადება ! ზმნის არასწორი გამოყენება („იარებს“): ზმნა „იარებს“ (იარების გაჩენა/დაწყლულება) მოითხოვს პირდაპირ ობიექტს — ანუ რამეს ან ვინმეს უნდა აჩენდეს იარას. „ქვებიდან იარებს“ შინაარსობრივად აბსურდულია: კენჭი ქვებს იარებს უჩენს, თუ თავად იარება ქვებისგან?
აშკარაა, რომ ეს ფრაზა მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ წინა სტროფის „ღრიალებს“ / „ჭიმავს“ ხაზს რითმულად მიბმოდა. შედეგად მივიღეთ სურათი, რომელსაც არც ვიზუალური ლოგიკა აქვს და არც ენობრივი გამართულობა.
"ბავშვის საყვარელი თოჯინა."
აქ 3/3/3 დაყოფაში უცებ ბოლოს 2/4/3 დაყოფა ანგრევს რიტმს.ცა თოკზე კვლავ კისერს მოჭიმავს.ძლიერ მეტაფორად შეიძლება შეფასდეს მაგრამ რატომ?გაუგებარი მეტაფორაა კონტექსტში,ამიტომ სუსტდება.
არის მეტრიკული ხარვეზები. "მიყვარს სიცოცხლით რომ ვთვრები," 8 მარცვალი როცა ავტორი ცდილობს 9."დამოკიდებულებანასვამი..." ეს სიტყვა კონტრასტში მოდის მთელ ლექსთან და ხისტია. თან შექმინილი სიტყვაა ანუ ავტორი აქცენტს აკეთებს ამ სიტყვაზე რაც ცოტა არ იყოს უგემოვნობაა ჩემი აზრით.
ნეოლოგიზმის გამოყენება თავისთავად მხატვრული ნაკლი არ არის. ქართული პოეზია არაერთ წარმატებულ ავტორთან გვხვდება სიტყვათშექმნის მაგალითებით. თუმცა ამ შემთხვევაში სიტყვა ლექსის საერთო ლექსიკურ და ინტონაციურ ქსოვილში ორგანულად არ ჯდება. ტექსტის დანარჩენი ნაწილი მეტწილად მაღალი, სიმბოლური და მეტაფორული რეგისტრით არის დაწერილი, მაშინ როცა „დამოკიდებულებანასვამი“ თავისი კონსტრუქციით ზედმეტად მძიმე, ხელოვნურად აგებული და ტონალურად განსხვავებული შთაბეჭდილებას ტოვებს. ამის გამო იგი უფრო ყურადღებას იპყრობს, ვიდრე პოეტურ მთლიანობას ემსახურება.
"სიმართლე საბანს ჰგავს, ფეხს ჭიმავს," აქაც დავფიქრდებოდი ,ხომ არ ავცილდი ლექსის სტილს.ლირიკული ენიდან უეცრად ფეხის გაჭიმვის სახე რამდენად შეესაბამება სათქმელს?