სტერილიზებული თაობა
ჩვენ ვიკოჟრებით როგორც მერქნები, სულს დაატარებს ხორცის პიატა, შვილო ჩაარტყი ძლიერ ჩექმები აჭრიალებულ ხორცის იატაკს! ზღვიდან ნაპირზე ღრიალი ყრია, ზღვა მართალია! ვინმე იჯერებს? დღეს ღმერთი უფრო იარლიყია გულით, რომ დააქვთ თინეიჯერებს. ვაშლის ჩირები ედემს უსწრებენ, შვილო, იცოდე; მტერი ტორია. არ დაატყვევო ტვინებს უსწრებელს შენი სიმშვიდის ტერიტორია! ეძებ ბოდლერებს და პო - ებს მზიანს, მობერავს სიო, ლექსში გაგთოშავს. და რემბოსავით დღეს პოეზია შენ გეყვარება სათამაშოდაც! ჩვენ ვიკოჟრებით როგორც მერქნები, სულს დაატარებს ხორცის პიატა, შვილო ჩაარტყი ძლიერ ჩექმები აჭრიალებულ ხორცის იატაკს! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2025 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი