წვიმს
ნაქერალაზე ამოდის მთვარე და თითქოს ჩემი სული ამოაქვს. მე რა იქნება არ ვიცი ხვალე, წვიმს, სიმშვიდეა და საღამოა. მთელი ბავშვობა წვიმაში შედის, ამ ლექსში მარი, წვიმა ავტორობს. არ მინდა წვიმა სადმე შეჩერდეს! არ მინდა წვიმამ, რომ მიმატოვოს! " ვიყვარებ თხევად ამბორ ოტებას, " მაგრამ ეჭვების განა მდგმურებსაც. სიყვარულს - ლამაზს ამ ბოროტებას, კვლავ ემუქრება განადგურება! ეჩვევა კაცი ნამქერს კივილით, ეჩვევა კაცი მიწას ქათიბად და თეთრი ყვავი სადღაც ქვრივივით, ლამაზ სიბერეს ქალში გათიბავს. ჩემგან არ დარჩა ნამწვიც მარიამ სული ადიდდა, ალბათ კვეთს ეზოს. დღეს ქუჩა ისევ ნაწვიმარია და სიჩუმეა საუკეთესო! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2021 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი