ვხედავ თითებით


ცვივა ფოთლები ნეკერჩხალისა
და ღამეს ღამე ერევა ისევ.
სად გაგაჩერო, შენ ხომ ქარი ხარ,
შენ ხომ ქარი ხარ, ასე თუ ისე.

სული კანკალებს და სული გოდებს,
ვნანობ, რომ ჩვენი გზები გაიყო.
" ქარო, ნაფურთხი მიდამოს მოსდე,
ხულიგანი ვარ შენი არ იყოს! "

დასერა ზეცამ ზამთრის დილები
და ქარი მკერდში დაიჭრა ანა.
გადაიფრენენ ზოგჯერ ჩრდილები
და იაპონურ ნახატებს ჰგვანან.

მე ეს ტკივილი აღარ გამივლის,
და მაჯებიდან სისხლსაც დავიდენ.
ვარ გასაქცევი ჩემოდანივით
დ მზადა ვარ, რომ სადმე წავიდე.

ცა ღარიბდება და ისრიმისფერ
მდელოებს ნაღმავს, როცა ვინთები.
მე შეუცნობელ სამყაროს მივსდევ
და მთელ სამყაროს ვხედავ თითებით.

მშვიდობით ანა!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი