Diomedeidae


ჩემი სიკვდილია ალბათ რომ ზის
ზის და ჩემს საწოლთან ქარიშხალს დებს.
მიცქერს შარლ ბოდლერის ალბატროსი
და მაინც როგორ არ გამიხარდეს

მოდით შეგუებულ თვალს ჩავხედოთ
უწყლოს, დამშვიდებულს და რომ მატებს
ძალას მიწიდანაც ქარი ხედნოს
და თავის საყვარელ არომატებს

ასე დაშორდეს და მედგრად იდგეს
ჩემი სიკვდილია, თქვენიც არის.
ფეხებს ერთმანეთზე ნუ დაიდებთ
მოდით ჯერ თავები შეიცანით

სანამ სამყაროზე გაილაშქრებთ
სანამ ბედ - იღბალზე გაილაშქრებთ
სანამ სიყვარულზე გაილაშქრებთ
ერთი უბრალო დღის შვეიცარი...

იყავით, კარიდან გახვიდოდეთ
მანამ და მზის სხივზე მარხილობდეთ
მუდამ ერთმანეთის დამხელები
საკუთარ ბედივით შეიცვალეთ.

ფრთები დაჟანგული შეიწყალეთ,
მას თქვენ ვერ მოუტანთ მენდეთ ზიანს
მოდით ჯერ ცოცხლები შეიყვარეთ
ვისაც მკვდრებთანა გაქვთ პრეტენზია.

ჩემი სიკვდილია ალბათ რომ ზის
ზის და ჩვენს შეცდომად გავიხადე
დიდი სიმამაცე ალბატროსის
როგორ არ უნდა გამიხარდეს

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2019 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი